понедельник, 18 апреля 2016 г.

ინტელის პროექტი

ABC-ს მხიარულად ვსწავლობთ



 რეფლექსია
ინტელის პროექტში ჩავერთე 2016 წლის 19.03-დან 16.04-ის ჩათვლით.გავიარე რვა მოდული.შევადგინე სასწავლო პროქტის გეგმა ,ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,მოვამზადე ბუკლეტი,ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე.გავაკეთე მოსწავლის თვალით დანახული პრეზენტაცია,გამოვიყენე სხვადასხვა მეთოდებიპროექტის შესაფასებლად,მოვამზადე პრეზენტაცია სასწავლო პროექტზე,ვისწავლე ბლოგზე ჩანართის გაკეთება,პუბლიკაციის მომზადება.განვიხილეთ შეფასების მეთოდები და გამოვიყენე ჩემს პროექტში.ვისწავლე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად.
შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში და ჩემს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელებ სხვადასხვა ტიპის პროექტებს.

пятница, 26 июня 2015 г.

სასწავლო პროექტი - "Celebrating Christmas in Different Countries"


პროექტის დასახელება: "Celebrating Christmas in Different Countries"

პროექტის მთავარი იდეა: საკუთარი და სხვადასხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.

პროექტის აქტუალობა: ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენება

პროექტის მიზნები:ლექსიკური და ინფორმაციული მარაგის გამდიდრება

მონაწილეთა ასაკი:10-11

ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: გაუმდიდრდებათ როგორც ლექსიკური,ისე ინფორმაციული მარაგი.აღმოაჩენენ მსგავსებას ან  განსხვავებას საკუთარ და სხვა კულტურებს შორის.გააკეთებენ სლაიდშოუს ვიდეოს და ფოტოების სახით.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ლექსიკონი,კომპიუტერი, MS PowerPoint
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): პრეზენტაცია,დისკუსია,ჯგუფური მუშაობა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია, ინგლსური.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნინო ჯავახაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: 19821ivlisi@gmail.com